სოლომონ მენაბდიშვილი
სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულების მკვლევარი
სოლომონ მენაბდიშვილი არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (2018), სამართლის დოქტორი (თსუ 2016), სამართლის მაგისტრი (2001 თსუ), ბიზნესს სამართლის მაგისტრი (ჰოლანდია, ერასმუსის როტერდამის უნივერსიტეტი 2008), კონკურენციის სამართლის ეკონომიქსის მაგისტრი (ლონდონი, ლონდონის უნივერსიტეტი, მეფის კოლეჯი 2016). სოლომონ მენაბდიშვილი 2018 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა. ის მოწვეულ ლექტორად მუშაობს ივანე ჯავახიშვილი თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტში, შავი ზღვის უნივერსიტეტში და ასოცირებულ პროფესორად კავკასიის უნივერსიტეტში. მას გამოქვეყნებული აქვს 25 ნაშრომი კონკურენციის სამართლის საკითხებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე. სოლომონი აქტიურად მუშაობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სასამართლოში მიმდინარე დავებზე.