ანნა მდინარაძე
სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე
ანნა მდინარაძე, პროფესიით არის იურისტი. იგი ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს საჯარო სამართალში.
2018 წლის 31 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობამ დაამტკიცა საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ. იგი მეორედ ამ პოზიციაზე აირჩიეს, 2019 წლის 23 მაისს.
ანნა 2015 წლიდან დასაქმებული იყო საიას აჭარის ფილიალში, ჯერ იურისტ – კონსულტანტის, მოგვიანებით კი ადვოკატის პოზიციაზე, კერძო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
ანნა არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, სპეციალიზებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, არის მიწვეული სპეციალისტი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგად ადმინისტრაციულ სამართალსა და ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში. როგორც ტრენერი იგი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ძირითადად, მისი მოხსენებები შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის თემატიკას.
მას მონაწილოება აქვს მიღეული არაერთ ტრენინგს და კონფერენციაში, რომელთა შორისაც აღსანიშნავია – „EAST-WEST MANAGEMENT INSTITUTE, EWMI-PROLoG January 26-27, 2017 Anti-Discrimination Legislation and Practice Training“, „წარმატებული ადვოკატირების კამპანიის 5 ეტაპიანი სტრატეგია და კომუნიკაციები“, „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და რეგიონალური სტანდარტები“.
2020 წლის 25 ივნისიდან დღემდე იგი დასაქმებულია სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-ში იურისტის პოზიციაზე.