დავით ძიძიშვილი
სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის კომუნიკაციისა და საინფორმაციო პოლიტიკის მიმართულების მკვლევარი
დავით ძიძიშვილი კრიზისული კომუნიკაციის სპეციალისტია, მედიის კვლევის დოქტორანტი და საზოგადოებრივ ურთიერთობათა მაგისტრია.
დავითს ათწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების დაგეგმვისა და ანალიზის სფეროში (საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბი).
დავით ძიძიშვილი „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველო“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია.
დავით ძიძიშვილი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორის სტატუსით.
დავითი ტრენერია თხუთმეტწლიანი გამოცდილებით, ავტორი კურსისა “ჰიბრიდული ომი და მისგან მომდინარე საფრთხეები”.