გიორგი გობრონიძე
სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის გენერალური მდივანი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, ეწევა აკადემიურ საქმიანობას 2014 წლიდან, არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ასევე ევროპის უნივერსიტეტთან არსებული „გლობალიზაციის, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის“ მეცნიერ-თანამშრომელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. მოწვეული სპეციალისტის სტატუსით ჩართული იყო არაერთ პროექტებში საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრში, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში, კავკასიურ სახლში. არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, უმცირესობათა პრობლემების შესახებ.