ნიკოლოზ მეგრელიშვილი

სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე

ნიკოლოზ მეგრელიშვილი არის საჯარო სამართლის დოქტორანტი (საქართველოს უნივერსიტეტი), კონსტიტუციური და ადამინისტრაციული სამართლის მაგისტრი (ბსუ 2010 წელი), სამართალმცოდნეობის ბაკალავრი (ბსუ 2008 წელი).
ნიკოლოზის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის უფლებები, მუნიციპალური სამართალი, ქართული სამართლის ისტორია, საერთაშორისო საჯარო სამართალი, მედია სამართალი, სპორტის სამართალი.
ნიკოლოზ მეგრელიშვილი 2011 წლიდან ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტში.
პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად 2011 წლიდან 2019 წლამდე იყო აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის იურისტი. 2019 წლიდან დღემდე არის აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტის იურისტი. 2019 წელს აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ნიკოლოზი 4 წლის ვადით აირჩიეს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად.
2019 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლის ნიკოლოზი იყო რადიო „ბათუმში“ FM 93.7, საავტორო რადიო გადაცემის „დემოკრატიის დრო“ წამყვანი.
2022 წლის ივლისიდან ნიკოლოზი საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება – ICON•S საქართველოს აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებს.
ნიკოლოზ მეგრელიშვილი არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. გამოქვეყნებული აქვს ოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი.