ნინო ქიტოშვილი

სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის დანაშაულის გამომწვევი სოციალური მიზეზებისა და სასჯელის მიზნის მიღწევის გზების მიმართულების მკვლევარი
ნინო ქიტოშვილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის (2013) და საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მაგისტრის(2016)მქონე, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულების დოქტორანტი. მისი კვლევის ინტერესს წარმოადგენს მოზარდთა ანტისოციალური ქცევის გამომწვევი მიზეზების კვლევა, ოჯახის გავლენა შვილთა ანტისოციალურ მიდრეკილებებზე, დანაშაულის პრევენცია (პირველი , მეორე და მესამე დონე) და დამნაშავის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამები. 2017 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა და 2019 წლიდან გახლავთ თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორის ასისტენტი. მას მიყავს იურიდიული ფსიქოლოგიის შესავლის, პედაგოგიკისა და პრევენციული ფსიქოლოგიის, ფსიქოლოგიის შესავლის, განვითარების ფსიქოლოგიის, განათლების ფსიქოლოგიის და რეკლამის ფსიქოლოგიის კურსები. 2013-2017 წლებში მუშაობდა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ-ბრლდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საკითხებზე. მიღებული აქვს მონაწილეობა კონფერენციებში „პარტნიორობა“(WAGGGS)- რომი, იტალია (მონაწილე), 2016 წელს „CIS Leadership Development Training Fund”( WAGGGS) – ერევანი, სომხეთი (ქვეყნის წარმომადგენელი ტრენერი) და 2019 წელს „სოციალური ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხები (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – თბილისი, საქართველო (მომხსენებელი). აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატია თემაზე „პედაგოგიკის როლი მოზარდთა ანტისოციალური მიდრეკილებების პრევენციაში“ – ქართული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი (ქესჟ) No.4 (54)2019.12.31.