საჯარო ლექცია თემაზე: სასჯელის მიზნის მიღწევის სირთულეები პენიტენციურ დაწესებულებაში

სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი საჯარო ლექციათა ციკლს იწყებს. პანდემიის პირობების გათვალისწინებით ლექციები ონლაინ Zoom პლატფორმის მეშვეობით ჩატარდება. 2020 წლის 02 ნოემბერს, 20:00 საათზე საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: „სასჯელის მიზნის მიღწევის სირთულეები პენიტენციურ დაწესებულებაში“. ლექციას წაიკითხავს სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის დანაშაულის გამომწვევი სოციალური მიზეზებისა და სასჯელის მიზნის მიღწევის გზების მიმართულების მკვლევარი ნინო ქიტოშვილი.

ლექციაზე დასასწრებად გამოიყენეთ ლინკი