რაულ აგიკიანი
სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ბიზნესის სამართლის მიმართულების მკვლევარი
რაულ აგიკიანი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასისტენტი (2018), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი (2018), „ჯიპა”-ს პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის მსმენელი, კურსდამთავრებული, პრეზიდენტის სტიპენდიანტი (2018), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი (2017), საერთაშორისო რეპუბლიკური ინსტიტუტის ტრენერი (2016), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიწვეული ლექტორი (2011).
გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისა რაულ აგიკიანი ეწევა პრაქტიკულ საადვოკატო (იურიდიულ) საქმიანობას. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (2007) – ადვოკატი სამოქალაქო სპექციალისაციით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მთავარი იურისტი (2007), რამდენიმე ქართული და საერთაშორისო კომპანიის იურისტი.
რაულ აგიკიანი არის მრავალი ადგილობრივი (ბათუმი, თბილისი) და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და ტრენინგის მონაწილე (2014-პალერმო, იტალია; 2015-ჰელსინკი, ფინეთი).
რაული აქტიურად მონაწილეობს ფორმალური დებატების ხელშეწყობასა და განვითარებაში საქართველოში. იყო მრავალი ტურნირის საუკეთესო მომხსენებელი (2004-05-06-07), საქართველოს ჩემპიონი (2007), ტრენერი (2007), მსაჯი (2007), რამდენიმე ფორმატის ავტორი და თანაავტორი.