თამარ ავალიანი

სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის მიმართულების მკვლევარი

თამარ ავალიანი არის კონსტიტუციონალისტი, ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტი, სამართლის დოქტორი. სეუ-ს და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (2017) ასოცირებული პროფესორი. თსუ-ს და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ექსპერტი; ევროსაბჭოს ექსპერტი ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო აქტივიზმში. თამარ ავალიანი იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტი (2018).   თამარ ავალიანს აქვს 10 წელზე მეტი ხნის ტრენერად და მკვლევარად მუშაობის გამოცდილება; იგი არის ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი და მიწვეული ლექტორი ადამიანის უფლებებში;  თამარი არის ადამიანის უფლებათა მიწვეული იურისტი ორგანიზაცია ,,თანასწორობის მოძრაობაში“. თამარს აქვს  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში ადამიანის უფლებათა იურისტად და მკვლევარად მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. იგი დღესაც აწარმოებს საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.  თამარ ავალიანის არის ადამიანის უფლებებსა და კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე 40 მდე ნაშრომის ავტორი.