თამარ გვარიშვილი

სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე
თამარ გვარიშვილმა 2020 წელს მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნის ბაკალავრის ხარისხი. მანამდე, 2018 წელს გაცვლითი პროგრამით ყაზახეთში, KAZGUU-ს უნივერსიტეტში სწავლობდა, 2019 წელს კი ლიეტუვას მთავრობის სტიპენდია მოიპოვა და ვილნიუსში, MRU-ს სამართლის სკოლში იღებდა განათლებას. 2017-2018 წლებში თამარი იყო ELSA Batumi-ს სტუდენტთა სტაჟირებისა და გაცვლითი პროგრამების აპარატის (STEP) ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2018-2019 წლებში – ELSA Batumi-ს გენერალური მდივანი. 2018 წელს გადიოდა სტაჟირებას ა.ო. EECMD-ს დემოკრატიის სკოლაში (NIMD), 2020 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ დეპარტამენტში, ხოლო 2017-2018 წლებში მუშაობდა ა.ო. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში. გარდა ამისა, თამარი აქტიურად მონაწილეობს ტრენინგებში, პროექტებსა და კონფერენციებში, რომელთა შორის აღსანიშნავია ტრენინგი თემაზე „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტები“, თემატური სკოლა „საქართველო და ევროკავშირი“, „საარჩევნო განვითარების სკოლა“, „Ataturk University Bridging Cultures Summer School”, „NIMD ბათუმის დემოკრატიის სკოლა“.