საგრანტო პროექტი – „საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი კონკურენციის სამართლის კუთხით”

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისათვის “ ფარგლებში სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი იწყებს საგრანტო პროექტის განხორციელებას – „საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი კონკურენციის სამართლის კუთხით”. პროექტი ითვალისწინებს თვრამეტ თვიან კვლევის პროცესს. კვლევას განახორციელებს სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულების მკვლევარი სოლომონ მენაბდიშვილი.