სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი საჯარო ლექციათა ციკლს აგრძელებს. პანდემიის პირობების გათვალისწინებით ლექციები ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით ჩატარდება. 2020 წლის 9 დეკემბერს, 20:00 საათზე საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: „გლობალიზაცია, ნაციონალიზმი და ადამიანის უფლებები პანდემიის პირობებში“.ლექციას წაიკითხავს სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ვიცე-რექტორი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით ანა ფირცხალაშვილი.