სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი 2021 წელს კონსტიტუციის წლად აცხადებს და იწყებს საჯარო ლექციათა ციკლს, რომელიც ეძღვნება საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 100 წლისთავს. პანდემიის პირობების გათვალისწინებით საჯარო ლექციები ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით ჩატარდება. 2021 წლის 15 თებერვალს, 20:00 საათზე საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: „საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია და სახელმწიფო ხელისუფლების არქიტექტონიკა“. ლექციას წაიკითხავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე.