სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი საჯარო ლექციათა ციკლს იწყებს. პანდემიის პირობების გათვალისწინებით ლექციები ონლაინ Zoom პლატფორმის მეშვეობით ჩატარდება. 2020 წლის 28 ოქტომბერს, 20:00 საათზე საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: „შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები“. ლექციას წაიკითხავს სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ანნა მდინარაძე.