სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი საჯარო ლექციათა ციკლს იწყებს. პანდემიის პირობების გათვალისწინებით ლექციები ონლაინ Zoom პლატფორმის მეშვეობით ჩატარდება. 2020 წლის 26 ოქტომბერს, 20:00 საათზე საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და მისი გავლენა საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე“.ლექციას წაიკითხავს სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის გენერალური მდივანი გიორგი გობრონიძე.