სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი საჯარო ლექციათა ციკლს იწყებს. პანდემიის პირობების გათვალისწინებით ლექციები ონლაინ Zoom პლატფორმის მეშვეობით ჩატარდება.
საჯარო ლექციების განრიგი:
26 ოქტომბერი, 20:00 საათი
„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და მისი გავლენა საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე“. ლექციას წაიკითხავს სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის გენერალური მდივანი გიორგი გობრონიძე. ლექციაზე დასასწრებად გამოიყენეთ ლინკი: https://us02web.zoom.us/j/9251237737
28 ოქტომბერი, 20:00 საათი
„შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები“. ლექციას წაიკითხავს სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ანნა მდინარაძე.
ლექციაზე დასასწრებად გამოიყენეთ ლინკი: https://us02web.zoom.us/j/9251237737
2 ნოემბერი, 20:00 საათი
„სასჯელის მიზნის მიღწევის სირთულეები პენიტენციურ დაწესებულებაში“. ლექციას წაიკითხავს სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის დანაშაულის გამომწვევი სოციალური მიზეზებისა და სასჯელის მიზნის მიღწევის გზების მიმართულების მკვლევარი ნინო ქიტოშვილი. ლექციაზე დასასწრებად გამოიყენეთ ლინკი: https://us02web.zoom.us/j/9251237737
9 ნოემბერი, 20:00 საათი
„ლიბერალიზმი და პანდემია“. ლექციას წაიკითხავს სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის დემოკრატიზაციისა და საარჩევნო სისტემების მიმართულების მკვლევარი ანა ნიქაბაძე. ლექციაზე დასასწრებად გამოიყენეთ ლინკი: https://us02web.zoom.us/j/9251237737