სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი 2021 წელს კონსტიტუციის წლად აცხადებს და იწყებს საჯარო ლექციათა ციკლს, რომელიც ეძღვნება საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 100 წლისთავს. პანდემიის პირობების გათვალისწინებით საჯარო ლექციები ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით ჩატარდება. 2021 წლის 24 იანვარს, 20:00 საათზე საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: „ადამიანის თავისუფლების იდეა საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში“. ლექციას წაიკითხავს სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ევროპის საბჭოს ექსპერტი თამარ ავალიანი.
ლექციაზე დასასწრებად გამოიყენეთ ლინკი: